მომსახურება

ჩვენი მიზანია, თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეგირჩიოთ დაზღვევის ის სახეობები რომელიც თქვენზე იქნება მორგებული და მაქსიმალურად დააზღვევს თქვენს რისკებს.

ჩვენ

  • ვართ თქვენს მიერ დანიშნული და შესაბამისად თქვენი ინტერესების დამცველი, გასნხვავებით სადაზღვევო აგენტისაგან, რომელიც იცავს სადაზღვევო კომპანიის ინტერესებს
  • ვაწარმეობთ მოლაპარაკებებს თქვენი სახელით, რათა თქვენს მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო პირობები მიიღოთ
  • ჩართულები ვართ სრული სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში და ვაკონტროლებთ ყველა სადაზღვევო პროცესს, რომელიც შეიძლება დადგეს დაზღვევის მოქმედების პერიოდში, იქნება ეს ზარალი, პოლისის ნაადრევი გაუქმება, გახანგრძლივება, სამართლებრივი დავა თუ სხვა
  • ვამზადებთ ყოველწლიურ ანგარიშს, სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც თქვენც და ჩვენც გვეხმარება ზოგადი სურათის შექმნაში


ჩვენ გეხმარებით, რომ დავაზღვიოთ თქვენი კომერციული საქმიანობა და მასთან დაკავშირებული რისკები: სამშენებლო, ქონებრივი, თანამშრომლების ჯანმრთელობა, თუ სხვა…

მაი ჯორჯია ექსკლუზიურად გთავაზობთ!

ჩვენ ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანია Circles Group-თან, რომლის მეშვეობით, საქართველოში მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ დააზღვიოთ ისეთი არასტანდარტული რისკები, როგორებიცაა კინო წარმოებისა (კინო, რეკლამა, კლიპი. ა.შ.) და ღონისძიებების დაზღვევა (ნებისმიერი სახის ფესტივალი, მუსიკალური კონცერტი, ტურნე, გამოფენა, სპექტაკლი, დაბადების დღე, ქორწილი, კორპორატიული თუ სხვა სახის ღონისძიებები)
ჩვენი მეშვეობით საქართველოში პირველი ფილმის დაზღვევის პოლისი 2014 წელს გაიცა და პირველი ზარალიც ანაზღაურდა.